სერვერის გათიშვამდე დარჩენილია

დროის ათვლა მიმდინარეობს.

გათიშვის თარიღი: 1 ნოემბერი, 2026 · 15:30 თბილისის დროით

სერვერზე ონლაინ

TikTok  ·  royalteam.ge

Royal Roleplay

რატომ ვასრულებთ

2023 წლიდან მოყოლებული, ჩვენმა გუნდმა უდიდესი ენერგია ჩადო იმისათვის, რომ საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი, ხარისხიანი Roleplay პროექტი შევქმნათ. მიუხედავად იმისა, რომ გვყავდა ერთგული მოთამაშეების ბირთვი, რომლებმაც ბოლომდე ჩვენთან ერთად გამოიარეს ეს გზა, ზოგადი სურათი სამწუხარო რეალობას აჩვენებს.

საქართველოში ვაითლისტედი სერვერის გავსება და რიგების დაყენება, რაც ჩვენს გარდა თითქმის არავის ჰქონია, მთავარი გამოწვევა არ არის. მთავარი პრობლემა თავად კულტურაშია: ქართველი მოთამაშეების უმრავლესობას რეალური როლური თამაშის ნაცვლად უაზრო სროლა, გინება და თამაშგარე აზროვნება იზიდავს. სიტუაციის წაგებისას იწყება გაუთავებელი მიზეზების ძებნა, ადმინისტრაციის ჩარევა და არა კონფლიქტის შიდასათამაშო გზით მოგვარება. მიდგომა, როგორიცაა „იმას ყვითლები აცვია მოდი მოვკლათ“ ან „წამო გავვარდეთ და ვესროლოთ“, სრულად აცდენილია როლური თამაშის არსს.

საკმარისია გაგვახსენდეს თუნდაც მსოფლიო დონის ცნობილი პროექტის ქართული მცდელობა, რომელსაც ნულოვანი დაფასება ხვდა წილად, მაშინ როცა სერვერები, სადაც ყოველდღიური შეურაცხყოფა ნორმაა, პოპულარობით სარგებლობს. სასაცილოა, მაგრამ ფაქტი.

ბუნებრივად იბადება კითხვა: რა აზრი აქვს რამის გაგრძელებას?

ჩვენი საქმიანობა მხოლოდ ერთ პროექტს არ მოიცავს, რადგან ჩვენი გუნდი მრავალ პლატფორმაზე და ჟანრში საქმიანობს, ხშირად ისეც, რომ ფართო საზოგადოებამ ჩვენი კავშირის შესახებაც არ იცის. აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოთამაშეები მინიმუმ ელემენტარულს ისწავლიან, თუნდაც იმას, თუ როგორ უნდა დაწერონ პერსონაჟის ბიოგრაფია. სანამ ეს ცნობიერება არ შეიცვლება, ქართულ სივრცეში ნამდვილი როლური თამაშის განვითარება შეუძლებელია.

Royal Team